აქტუალური
გიორგი გახარია - ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გაჩნდა, და დღეს - ეს არის ცა და დედამიწა

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როდესაც ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაში არის დღეს - ეს არის ცა და დედამიწა, - ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია ეფექტურად მართოს რამდენიმე ასეული ინფიცირებული. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადავარჩინოთ, არამედ იმისთვისაც თუ როგორ ეფექტურად შევძლებთ ჩვენ ეკონომიკის გახსნას. საბოლოო ჯამში, გლობალური კონკურენცია განვითარდება სწორედ ამ სივრცეში, ეკონომიკურ სივრცეში და პანდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებულები იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შეძლებენ როგორც თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას, ასევე ეკონომიკის აღორძინებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.