აქტუალური
გიორგი გახარია - ჩვენ მიზანი, პირველ რიგში, მოქალაქისთვის სოციალური დახმარებაა

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირველ რიგში, მთავრობის სამიზნე ობიექტი იყო სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, შემდეგ ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის, რათა სამუშაო ადგილები შენარჩუნებულიყო, შეძლებისდაგვარად.

აქედან გამომდინარე, ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან და დღეს დავაბალანსეთ ეს შემოსავლები და ვამბობთ, რომ მხოლოდ ამის შემდგომ და არა მანამდე, რაღაც ფუჭი დაპირებები - მოდით ახლა ჩვენ დავხარჯოთ ერთს პლიუს ორი, პლიუს სამი და გაურკვეველია ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს, საიდან უნდა მოიტანონ და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი სამიზნე ობიექტი, პირველ რიგში, არის სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი კრიზისი და მოქალაქეს ექმნება გრძელვადიანი პრობლემა, უბრალოდ შემოსავლები შეუმცირდება, ან გაუქრება საერთოდ, იმიტომ, რომ დაკარგავს სამსახურს. მეორე - ჩვენი დახმარება, ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, შეძლებისდაგვარად. მესამე - ეს არის კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რომ კომპანიები, ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.