უცხოეთი
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დინა გასიევამ განაცხადა. მისივე თქმით, აღლუმზე ანატოლი ბიბილოვი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია.
კორონავირუსის პანდემიის გამო წითელ მოედანზე 9 მაის აღლუმი ვერ ჩატარდა. ვლადიმერ პუტინმა ღონისძიება 24 ივნისისთვის გადადო. ცნობილია, რომ აღლუმს მოლდოვის ლიდერი იგორ დოდონი და ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევიც დაესწრებიან.
imedinews.ge