პოლიტიკა
ვინ ახდენს ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის პროვოცირებას საქართველოში? - საქინფორმი

  საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. უკვე წელიწადზე მეტია, რაც აშკარად იზრდება უკმაყოფილება ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. არასასურველად მიიჩნევა ამ გარემოების კონსტატაცია, რათა უნებლიედ არ მოხდეს ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაღვივების პროვოცირება.

მთავრობა, პარლამენტი, შსს და სუს-ი ვალდებულნი არიან გამოიძიონ, თუ რასთან გვაქვს საქმე - მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების სამსახურებრივ შეუსაბამობასთან, რომლებიც განზრახ ან შემთხვევით უშვებენ სახიფათო შეცდომებს, თუ დივერსანტების ჯგუფთან, რომლებიც მიზანმიმართულად აწარმოებენ ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. მდენი დამთხვევა არ არსებობს, მაგრამ თუნდაც ეს დამთხვევები იყოს, ვიღაც ხომ აჯგუფებს ამ დამთხვევებდა აძლევს მათ უარყოფით პოლიტიკურ შეფერილობას?

ქრონოლოგიურად ეს ასე გამოიყურება:

  - 2019 წლის აპრილში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრიდან 2 თვის შემდეგ, მოულოდნელად ეწვია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთს, სადაც მდებარეობს შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი. ადგილზე იგი მოუთხრობს ქართველ მესაზღვრეებს, რომ დააყენა ბაქოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი, რათა ის სწრაფად მოგვარდეს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით (ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე დავით გარეჯის 16 მონასტრიდან 3 - ბერთუბანი, უდაბნო და ჩიჩხიტურის ციხე, საზღვრის დადგენის შემდეგ, აღმოჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე). ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აკრძალეს კომპლექსის ამ ნაწილში შესვლა, რამაც გამოიწვია პერმანენტული საპროტესტო აქციები ქართული მხარიდან, რომლებიც დღემდე არ შეწყვეტილა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან კომპლექსის ამ ნაწილამდე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

- 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო-ქართლის რეგიონზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტზე მოდის (ე.წ. ბოლნისის კლასტერი). მაშინვე იქნა პროვოცირებული ანტიაზერბაიჯანული კამპანია ფეისბუქში - თითქოსდა რატომ უნდა ვიყოთ ქართველები სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ამათ გამოო... დამამცირებელ ეპითეტებს აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ისინი იმდენად ბინძური იყო, რომ ქართველ აზერბაიჯანელებს მტკიცედ გამოესარჩლნენ მათი თანამემამულე სომხები.

- და ბოლო ფაქტი, რომლის შედეგების განჭვრეტა ძნელია: გასულ კვირას, 24 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის მიტროპოლიტმა გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას სამწყსოს სიტყვით მიმართა მარნეულში მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით. მეუფე გიორგიმ მარნეულის მერი ზაურ დარგალისგან (ეთიკური აზერბაიჯანელი, რომლის ინიციატივითაც ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით) მოითხოვა, რათა გონივრულ ვადაში აღებულ იქნეს ბოლშევიკ-რევოლუციონერის ნარიმანოვის ძეგლი - ზუსტად ისე, როგორც ორჯონიკიძისა და მახარაძის.

რა შედეგს იწვეს საქართველოში ერთაშორის შუღლი, უკვე ცნობილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაგალითებიდან. საქინფორმის აღნიშნული პუბლიკაციის მიზანარ წარმოადგენს მტყუან-მართლის გამოვლენა - საქართველო დღემდე იქნებოდა სუვერენული ქვეყანა, შევარდნაძესა და სააკაშვილს სამხედრი ძალით რომ არ დაეწყოიქ უდავოდ არსებული პრობლემების გადაწყვეტა. თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ არ კავდება ეთნიკური უმცირესობების საკითხებით, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება. სამაგიეროდ, საქართველოში მცხოვრებ ე.წ. ნაცუმცირესობებთან ნაყოფიერად თანამშრომლობს სააკაშვილის ოპოზიცია, რომელსაც მხარდამჭერი ჰყავს როგორც ქვემო ქართლში, ასევე სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთ.

საქინფორმი