საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა არის სწორი გზა, რომელზეც დგას საქართველო, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი ანაქრონიზმია

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს, ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა.

ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა, ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა, ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი ანაქრონიზმია. ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომ ჩვენი ხვალიდნელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.