რელიგია
წარსულში თავისი პროდასავლური შეხედულებებით ცნობილი მიტროპოლიტი წინადადებას აყენებს, გადაიხედოს საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ამ საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდეს

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეთაური, მიტროპოლიტი ანტონი, რომელიც აქამდე თავისი პროდასავლური და შიგადაშიგ, ანტირუსული განცხადებებით იყო ცნობილი, თავის პრიორიტეტებს ცვლის და ქვეყნის დასავლური კურსის მიზანშეწონილობაში ეჭვი შეაქვს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეკლესია კიდევ ერთხელ გახდა ლიბერალურ-სოროსული კრიტიკის ობიექტი – ამჯერად, სახელმწიფოს მხრიდან მისთვის მიწების დაკანონების გამო. თავის ბოლო ქადაგებაში მეუფე ანტონი ამ კრიტიკას ეწინააღმდეგება და უკვე დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველო, შეიძლება, “ევროატლანტიკურ ღირებულებებს” გაემიჯნოს.

გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ვანი-ბაღდათის ეპარქიის საფეისბუკო გვერდზე მეუფე ანტონის სახელით გამოქვეყნდა (სტილი დაცულია):

ვანისა და ბაღდათის ეპარქია

მათთვიის ვინც ვერ გაერკვია დღევანდელი ქადაგების აუდიო ჩანაწერში, მისი ჩაწერის ხარისხის გამო:

….. დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია წამოიწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის ,არასამთავრობო ორგანიზაციების ე. წ. ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა ე.წ -აბიჟნიკებმა.

გულნატკენმა ავღნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში !!!

ნეო კომკავშირლებისა და ნეო კომუნისტების იდეებით შეპყრობილების, უგუნურება ყველა საზღვრებს ცდება ….

ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ – ეკლესიას გარკვეული „წონა“ და ზეგავლენა გვქონია , ჰოდა თუ ასეა გეკითხებით , ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა ! ავღნიშნე რომ გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი

ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება.

ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით…

მინდა ვიკითხოთ , რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა…

თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ?

უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ ?

ავღნიშნე რომ, ზოგადათ კაცს ცოლი მიტომ მოყავს, რომ ოჯახი შექმნას, შვილები მოუვლინოს და გაუზარდოს ქვეყანას….. მაგრამ ჩნდებიან მუდამ ყველაფრით უკმაყოფილონი, რომელნიც უჩიჩინებენ ქალებს – კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ რათა ჭურჭელი და მათი საცვლები გარეცხინონ… და მსგავსი, არანაირი მაღალი იდეალები… სწორედ ასე მოქმედებს ეს კრებული. არავითარი იდეალები, არავითარი დაფასება, მხოლოდ ნეგატივის ძებნა, მსგასად ბუზისა, რომელიც მინდვრის ველზე მხოლოდ ნეხვს ეძებს…

მათ შემხედვარეს უკვე ევროატლანტიკური ფასეულებებზე გადახედვის სურვილი მიჩნდება..

აგერ ლგბტ-ბი მიიღეთ, ეს მათი პირადი ფუნდამენტური უფლებააო.

პირადი თავისუფლება, უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობააო…

ამ უმრავლესობას კი არა უნდა ქონდეს ფუნდამენტური პირადი უფლება !

აგერ რად აფინანსებენ საპატრიარქოსო.. 25 მილიონი რომ გაადიდოთ 17 წლის ნამრავლით წარმოაჩენენ..

დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია.

არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს?

მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს.

თქვენ იცით ჩემი შეხედულებანი ევროპაზე, პირველად ჩვენთან ეპარქიაში ჩემი კურთხევით ჩამოყალიბდა ევრო კლუბი- სურიონი, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა არა მარტო ეცნობა, არამედ მათ შეხედულებებს ევროპისეულ ღირებულებებზე უზიარებს რაიონის ახალგაზრდობას, ჩვენი მოსწავლეები არიან ახალგაზრდა ევროპარლანამენტის წევრები, არ გავაგრძელებ მათი წარმატებების შესახებ, მინდა მხოლოდ ვთქვა, ჩვენი დედა ეკლესიისადმი მტრულად განწყობილნი ძალები , ფინანსდებიან და მათ მხარს უჭერს ევროპა და ამერიკა, ეს ძალები ასევე აქტიურად არიან ჩართული ლგპტ-ების მხარდასაჭერ ღონისძიებების ჩატარებებში და მრავალი სხვა, ხომ არ კეთდება აქედან ის დასკვნა, რომ მათ ეკლესიის ლანძღვა გინებაში მხარს უჭერს ისინი ვისგანაც სულდგმულობენ.

ეს ძალა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ გვაფიქრებინოს რომ ესაა ევროატლანტიკური ღირებულებები და ასეთ ფასეულებეს გავემიჯნოთ.

თუ დღეს ეკლესიაში არის სასულიერონი, მრევლი, რომელთაც ვიცით ევროპული ღირებულებები, ნელ ნელა გვრცხვენია თქვენს მაგიერ და ვეღარ ვცემთ პასუხს რუსულ ნარატივებს… შემდეგ გიკვირთ ეკლესიისაგან ევროპისა და ამერიკის დემონიზაცია.

უნებლიედ ფიქრობ რომ კომუნისტური მარწუხებისაგან განთავისუფლებულებმა და ეიფორიაში მყოფებმა , ალერსით გაბრუებულებმა და საკენკით მიტყუებულებმა, შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა, რადგან ეს გზა ჩვენი ლანძღვა გინების, დისკრედიტიზაციის, და მომავალი თაობების ეკლესიისადმი ზიზღით აღზრდისკენაა მიმართული.

ნუ გვაფიქრებინებთ რომ თვალახელილებმა ხელახლა გადავსინჯოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.. შევაგროვოთ ხელმოწერები და მოვითხოვოთ რეფერენდუმი გვინდა თუ არა იმ ღირებებულებით და ფასეულობებთ ცხოვრება, სადაც ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების და ოჯახობრივი სიწმიდეების უგულელყოფაა….

თქვენ, თქვენი უგუნურებით არა მარტო ეკლესიის მტრები და მოძულენი ხართ, არამედ ვისგანაც სულდგმულობთ მათიც….

ნიუსფრონტი