აქტუალური
ასლან ბჟანიამ ახალი „მინისტრები“ დანიშნა

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 14-კაციანი „მინისტრთა კაბინეტის“ რამდენიმე ახალი წევრი დანიშნა:

კრისტინა ოზგანი – „ვიცე-პრემიერი“, „ეკონომიკის მინისტრი“ (4 მაისი);

დმიტრი დბარი – „შინაგან საქმეთა მინისტრი“ (30 აპრილი);

დაურ კურმაზია – „დაბეგვრის მინისტრი“ (30 აპრილი);

თამაზ წახნაკია – „ჯანდაცვის მინისტრი“ (29 აპრილი);

ლევ კვიწინია – „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ (29 აპრილი);

რუსლან აჯბა – „სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მინისტრი“ (29 აპრილი);

თეიმურაზ ხიშბა – „ტურიზმის მინისტრი“ (12 მაისი).

მანამდე, 28 აპრილს ასლან ბჟანიამ რეგიონის პირველ „ვიცე-პრემიერად“ ბესლან ჯოპუა დანიშნა. ამავე დღეს, ბჟანიამ „ფინანსთა მინისტრისა“ და „ვიცე-პრემიერის“ პოსტზე ვლადიმირ დელბა დანიშნა.

ამასთან, ასლან ბჟანიამ 18 და 12 მაისს ბაგრატ ბოჯგუა და ისიდორ დოჩია გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებად დანიშნა. 30 აპრილს კი – გაგრის რაიონსა და ქალაქ სოხუმში ადმინისტრაციის ხელმძღვანელების თანამდებობები იური ხაგუშს და ბესლან ეშბას ჩააბარა.