უცხოეთი
გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“ ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 92 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ დედაქალაქშია, გასული 24 საათის განმავლობაში მოსკოვში 2560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 352 427 შემთხვევაა გამოვლენილი, 118 000 პაციენტი განიკურნა, 3633 კი, დაიღუპა.

1tv.ge