სამართალი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ უწყების აწ უკვე ყოფილი პრესსპიკერი ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნა. მან ამ თანამდეობაზე მიხეილ ნინუა შეცვალა, რომელმაც პოსტი 8 მაისს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მიხეილ ნინუამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

22 მაისს გამართულ ბრფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიხეილ ნინუას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხა და თქვა, რომ ვლადიმერ კონსტანტინიდი მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას წარმატებით გააგრძელებს.

ვლადიმერ კონსტატინიდი წარსულში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2005-2008 წლებში მას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულის, ასევე ისრაელში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობი ეკავა. 2009-2012 წლებში იგი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო კვიპროსის რესპუბლიკაში. 2012-2017 წლებში კონსტანტინიდი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც თანამდებობას იკავებდა ავსტრალიის თანამეგობრობასა და ოკეანეთში. 2018-2020 წლებში კი -იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო.