პოლიტიკა
სააკაშვილმა უკრაინის საქმეებში თავისი ძველი მეგობრის, ბაიდენის ჩარევა უარყო

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინის საქმეებში ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია 1+1-ის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის მრავალი წელი მუშაობდა ჯო ბაიდენთან ერთად და არასდროს შეუნიშნავს, რომ ის თავისი ინიციატივით სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარეულიყო.

არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ ის რამეში თავისი ინიციატივით ჩარეულიყო. საკითხი არ დგას ისე - სურთ თუ არა მათ ჩარევა. მთავარი ისაა, გსურს თუ არა მათი ჩარევა, სცემ თუ არა პატივს შენს ქვეყანას. არაა საჭირო კითხვა, პატივს სცემენ თუ არა ისინი უკრაინას. მთავარია გავერკვეთ, სცემენ თუ არა პატივს უკრაინას და მის ხალხს უკრაინელი პოლიტიკოსები? ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი უკრაინაში მისი შვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას აფერხებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. გასული წლის 3 ოქტომბერს ტრამპმა ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ჩინეთისგანაც მოითხოვა.