საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 485 გამოჯანმრთელდა

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.