პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის აზრს ჯერჯერობით ვერ ხედავს

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. დღეს არ არის გარემოებები, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა „ღამის კურიერის“ წამყვანის კითხვას – აპირებთ თუ არარუსეთის პირველ პირებთან პირდაპირ დიალოგს.

მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე, მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასდროსაა გამოსავალი.

ერთი-ერთზე დიალოგის გამოცდილება მე გამაჩნია, მათ შორის უახლოეს წარსულში (ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა ე.წ. რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებს).

მაშინაც ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრს დასაწყისშივე ვუთხარი, რომ ის, რაც ჩვენს შორის ითქმევა ჩემს მიერ ინფორმაცია მიეწოდება ამის შესახებ ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებს.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, არ მაქვს იმის უფლება და ძალა, რომ სხვაგვარად ვაწარმოოთ მოლაპარაკება დიდ ქვეყანასთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.