პოლიტიკა
ანტიტერორისტული ცენტრი ბათუმში - საქართველო, რუსეთი, ნატო: სალომე ზურაბიშვილმა სერგეი ლავროვის „გულმავიწყობის“ შესახებ განაცხადა

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. საქართველოში რუსეთის ბაზების გასვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის შესაძლებლობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მართალია, ჩემი კოლეგა ამ შემთხვევაში სიმართლეს ლაპარაკობს, რომ იყო ეს მოსაზრება და შეთანხმებაც, რომ გახსნილიყო ანტიტერორისტული ცენტრი, ოღონდ ერთი რამე ავიწყდება, როდესაც ამას ახსენებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს არ იქნებოდა საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც მაშინ მხოლოდ ბაზის შემცვლელი ფორმატი იქნებოდა და ეს გასაგებია. ეს იყო NATO, საქართველო და რუსეთი. ეს არის სულ სხვა ფორმატი, რომელსაც ჰქონდა მე ვიტყოდი, ძალიან დიდი, საინტერესო ელემენტები შიგ და NATO-ის და რუსეთის დათანხმება ამაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება, ეს ფორმატი, მე მიმაჩნია, რომ, როცა მომავალში სხვა განზომილებაში ვიქნებით, იყოს ძალიან საინტერესო“, - თქვა ზურაბიშვილმა.

სერგეი ლავროვის თქმით, „პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული“.