საქსტატმა საწარმოთა I კვარტლის გამოკვლევა დაიწყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნესსტატისტიკის სამმართველომ საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის I კვარტლის გამოკვლევა დაიწყო. გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი საწარმო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩევით (სულ დაახლოებით 8800 საწარმო).
აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი მიიღებს ბიზნესსექტორის 2011 წლის I კვარტლის საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში. ესენია: ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება (ფულად და ნატურალურ გამოსახულებებში), დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და სხვა.
საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის I კვარტლის გამოკვლევა მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოკვლევის შედეგებს საქსტატი 2011 წლის 6 ივნისს გამოაქვეყნებს.