აქტუალური
გიორგი გახარია - პროპორციული საარჩევნო სისტემა არის პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირების აუცილებელი მომენტი, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს კონკრეტულ პოზიციას. ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, არის დღეს, დღევანდელ ეტაპზე, დღევანდელი ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპული. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.