უცხოეთი
რუსეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსისგან განიკურნა და სამსახურს დაუბრუნდა

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა.

მიხაილ მიშუსტინმა კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ საზოგადოებას 30 აპრილს ამცნო და თვითიზოლაციაში გადავიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიშუსტინი მკურნალობას კლინიკაში აგრძელებდა. მისი ავადმყოფობის პერიოდში პრემიერის მოვალეობას პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბელორუსოვი ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ რუსი მაღალჩინოსნებიდან, კორონავირუსით დაინფიცირდნენ კულტურის, განათლებისა და მშენებლობის მინისტრები, ასევე კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

interpressnews.ge