საზოგადოება
საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში განაცხადეს, რომ შაბათს მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვიდეო კონფერენციაში G7- ის ქვეყნების ელჩებთან. შეხვედრაში, რომელსაც ის დისტანციურად დაესწრო, სააკაშვილი ვიდეო-კავშირის ფორმატით მონაწილეობდა.
უკრაინულმა მედიამ, წყაროებზე დაყრდნობით, იავარაუდა, რომ სააკაშვილი შესაძლოა კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირდა. თავად საქართველოს ექსპრეზიდენტს ამის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ განუცხადებია.
სააკაშვილმა G7 ელჩებთან ვიდეოკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ ახალ პოსტზე მისი ამოცანები მოიცავს უკრაინაში საბაჟო დარგში რეფორმის დასრულებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაციას.