საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 701 შემთხვევა არის დადასტურებული.

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 432-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4890 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357.