ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა
ადიდებულმა მდინარე ილტომ ახმეტიდან 4 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ჩაჩხრიალასთან ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის ნაწილი ჩაანგრია, ნაწილს კი სერიოზული საფრთხე ემუქრება. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, გადამჭრელი ზომები თუ დროულად არ იქნა მიღებული, გზა მთლიანად ჩაინგრევა და ახმეტა-თიანეთის მიმართულებით მოძრაობა შეწყდება.
გარდა იმისა, რომ ამ გზით ახმეტა თიანეთს უკავშირდება, ამით სარგებლობს ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალი ილტოს ხეობის 5 სოფელი. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ხუთივე სოფლის მოსახლეობას გარესამყაროსთან მოწყვეტა დაემუქრება.