საზოგადოება
თომას დე ვაალის ანგარიში: ოკუპირებულ აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში არქაული უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტები მოქმედებენ

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. ევროპისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრმა (ZOiS) არაღიარებულ ტერიტორიებზე უმაღლესი განათლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანაავტორიც კავკასიის საკითხებში ექსპერტი თომას დე ვაალიც არის.

დოკუმენტში საუბარია დნესტრისპირეთზე, ჩრდილოეთ კვიპროსსა და აფხაზეთზე.

ამ ანგარიშს ანალიტიკოსი მისივე Twitter-ის გვერდზე პოსტით აღწერს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი და დნესტრისპირეთი არქაული, საბჭოთა პერიოდის უმაღლესი განათლების ინსტიტუტებით არიან წარმოდგენილნი.

აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის უნივერსიტეტების სტუდენტები არაღიარების პოლიტიკის გამო აკადემიური გაცვლითი პროგრამის და ევროპული პროექტების მონაწილეები არ არიან, მათ შორის არის ერასმუს+“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და დნესტრისპირეთი საერთაშორისო კონტაქტებისგან არიან იზოლირებულნი 90-იანი წლების კონფლიქტის გამო. ამასთან, ორიენტირებულნი არიან მათი მფარველის, რუსეთის სტანდარტებზე, რომელიც თავის მხრივ, საბჭოთა გამოცდილებასა და პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

აფხაზეთში, დნესტრისპირეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსში უნივერსიტეტები დე ფაქტო „სახელმწიფოებთან“ ასოცირებული კონფლიქტების შედეგად დაზარალდნენ და საერთაშორისო აკადემიურ გაცვლით პროგრამებს მოწყდნენ. აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დაფინანსების ქვეშ არიან და საბჭოთა მემკვიდრეობის დასაძლევად იბრძვიან. ამან განაპირობა განათლების ხარისხი. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რომელიც პრაქტიკაში რთული აღმოჩნდა, მათ მიერ დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე იგრძნობა. ეს ჩართულობა ღირებულია რამდენიმე მიზეზის გამო - კარგი ხარისხის უმაღლესი განათლება და აკადემიური გაცვლითი პროგრამის უზრუნველყოფა, რაც ჯანსაზღი საზოგადოების მთავარი ღერძია. თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს კონფლიქტის გადაჭრას, თუმცა ეს ჩართულობა ჯერ პრაქტიკაში რთული აღმოჩნდა“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტი რეკომენდაციების ნაწილსაც მოიცავს.

მათ შორის ერთ-ერთი ეხება იმას, რომ უნდა დაიწყოს დიალოგი კონფლიქტის მხარეებს შორის, თუ როგორ უნდა ჩაერთონ დე ფაქტო „სახელმწიფოები“ ერასმუს+ და სხვა პროგრამებში.