პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავს. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რეაქციას მოულოდნელობით ხსნის.

ჩემი გადაწყვეტილება ჩემია და ესეც ნათლად ჩანს ჩემს გამოსვლაში, რომლის ყველა სიტყვა ავწონ-დავწონე. რაც შეეხება მმართველი პარტიის რეაქციას, ეს ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ, დანარჩენი ლოგიკურად მათგან უნდა გაიგოთ“, - განუცხადა TVპირველს პრეზიდენტმა.

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში“, - განაცხადა ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ოპოზიციას სპეკულაციური იარაღი ამოაცალა, „მაგრამ ეს მაინც შეცდომა ჰგონია“.