საზოგადოება
პრეზენტაცია წიგნისა „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“

prezentყველასათვის საყვარელი პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, დიდი ხელოვანი, რომლის საქვეყნოდ ცნობილ ლექსებსაც მთელი საქართველო მღერის, ხატთაშემამკობელი და თვითნასწავლი მხატვარი, იუბილარია.

მისი პოეზიის თაყვანისმცემლები განებივრებული არიან ქალბატონი თინათინისგან – ყოველ დაბადების დღეს, ხარებას, 7 აპრილს, პოეტი მათ ახალი წიგნით ახარებს.

როგორც ქალბატონმა თინათინმა საქინფორმთან საუბრისას აღნიშნა, იუბილარი ამჯერად ხარებას, ამ საუფლო დღესასწაულზე, მკითხველს საპრეზენტაციოდ ახალ წიგნს –„ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“ – წარუდგენს.

პრეზენტაცია გაიმართება სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში 7 აპრილს, 17.00 საათზე.

„ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!“