უცხოეთი
თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან იხსნება

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან იხსნება.

ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, – აღნიშნულია გიორგი ჯანჯღავას მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1tv.ge