აქტუალური
ტურიზმი ადგილობრივთა ინტერესებს არ ითვალისწინებს

turistebiiარასამთავრობოთა კოალიციამ საკურორტო ზონაში – აჭარასა და სვანეთში, საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევამ ცხადყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები უხეშად დაირღვა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სვანეთის, ანაკლიის, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე სხვა ტერიტორიები ტურისტულ ზონებად გამოაცხადა, ინფრასტრუქტურის განვითარების ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება დაიწყო, გაიზარდა პოტენციურ ინვესტორთა ინტერესი. თუმცა არასამთავრობოთა ანგარიშმა აჩვენა, რომ მათ ინტერესს ადგილობრივთა ინტერესები შეეწირა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა გონიოში 271 მოქალაქისთვის 2007-2010 წლებში საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწის ჩამორთმევის შესახებ. შედეგად ბევრი ადამიანი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. ამას ისიც ემატება, რომ მათ კომპენსაცია არ მიუღიათ.

შესწავლის პროცესშია სვანეთის შემთხვევები, სადაც ადგილობრივები უძრავ ქონებას საუკუნეების განმავლობაში ე.წ. ტრადიციულ საკუთრებაში ფლობდენ და ეს ქონება რეგისტრირებული არ არის.

კვლევის დროს არაერთი კანონდარღვევა გამოვლინდა. ამას ემატება ისიც, რომ სვანეთში მიწების დაკანონების პროცესი გართულებულია და დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადგილობრივებმა ყველა საბუთი მოაწესრიგეს, მაგრამ დაკანონებაზე მაინც უარი უთხრეს.