საზოგადოება
საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 15 შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 პაციენტი. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4233 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 დადებითია. აღნიშნული პირები ბოლნისის ორი სოფლის მაცხოვრებლები არიან.