სამართალი
რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. რუსთავში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟი მიმდინარეობს.

დღეს, დილის 06:00 საათიდან რუსთავში შემოსვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად იხსნება.

გუშინ რუსთავის შემოსასვლელებში არსებული ოთხივე საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაშლის სამუშაოები მიმდინარეობდა. პროცესს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავთან ერთად ჩაიკეტა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

18 მაისს დაანონსებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც.