სამართალი
საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა, შედეგად ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი სტუდენტია, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე რუსეთის საოკუპაციო ძალების გუდაუთის მე-7 ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაღესტნიდან დაბრუნდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 14 პაციენტს მკურნალობენ. მათივე ცნობით, დაფიქსირდა ინფიცირების სულ 17 ფაქტი, მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.