აქტუალური
18 მაისიდან სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. 18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავაჩქაროთ გარკვეული ნაბიჯები. ამ შესაძლებლობის ფარგლებში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზისა და ესთეტიკის სალონები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.