კახეთის გუბერნატორი მინისტრად ინიშნება
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაინიშნება. რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაზე კი შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე სახელდება, რომელიც წარმოშობით ახმეტიდანაა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძეა. კულუარული ინფორმაციით, კალმახელიძის გათავისუფლება სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე იგეგმება.