საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 642 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 349 ადამიანი, გარდაიცვალა 11.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4600, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 413 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.