სამართალი
ბათუმის საზღვაო პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერება, სავარაუდოდ, „ცეზიუმ 137“ ან „კობალტ 57“ უნდა იყოს.
მისი წარმომავლობისა და შემადგენლობის დასადგენად რადიოაქტიური ნივთიერება სპეციალური კონტეინერით თბილისში უკვე ჩამოიტანეს. სპეციალისტები ზუსტ დასკვნას გამოკვლევის შემდეგ გამოაქვეყნებენ.გამოძიების დასრულებამდე კი უკვე კეთდება წინასწარი კომენტარები. ენერგეტიკის სამინიტროს სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერება მოსახლეობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ნივთიერება ბათუმის პორტში გუშინ, 5 აპრილს, დილით აღმოაჩინეს. მომხდარის გამო პორტის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა მუშაობა დროებით შეაჩერა.