აქტუალური
დღეს საქართველოში 700-მდე ბენზინგასამართი სადგურია, რომელთა დაახლოებით 47% ცნობილ ბრენდებს – „ვისოლს“, „ლუკოილს“, „სოკარს“, „რომპეტროლს“, „სენტას“, „მაგნატს“ – ეკუთვნით. თუ ახალმა კომპანიამ „სენტასა“ და „მაგნატის“ ყველა სადგური შეინარჩუნა, გამოდის, რომ საცალო ბაზარზე 10%-ზე მეტს უკვე აკონტროლებს, რაც დასაწყისისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე შემოდის, რომელიც არსებულ კომპანიებს კონკურენციას გაუწევს. თუმცა, ექსპერტების აზრით, მომხმარებელს საწვავზე ფასის შემცირების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ნავთობკომპანიები კარტერული გარიგებებით მუშაობენ.