პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილი გამოყენებული პრეზერვატივია, რომელიც კიევის ხელისუფლებამ თავზე ხელმეორედ ჩამოიცვა!

     დღეს, როდესაც სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენი ყველა პროგნოზი დადასტურდა (იხ. ქვემოთ), ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა (failed state) და სრული ქაოსისგან მას მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი იცავს. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროსაც კი, როდესაც სააკაშვილის გამოცდილი ქართული აგიტბრიგადის დახმარებით ხელისუფლებაში მოვიდა მისი ვაჟიშვილის ნათლია (იუშჩენკო) და სატრფო (ტიმოშენკო), უკრაინის სახელმწიფო ინარჩუნებდა სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩიხიდან გამოსვლის შანსს. მაგრამ სააკაშვილის რჩევებმა ახალი მთავრობა დეფოლტამდე სწრაფად მიიყვანა.

     მეორედ, სააკაშვილი "ევრომაიდანზე" გაიქცა არა სააგიტაციო, არამედ სნაიპერების ბრიგადით - დაქირავებულები ქართველი მებრძოლებით, რომლებიც იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობის შემდეგ "ქართულ ლეგიონად" ჩამოყალიბდა.

   სულ პირველად სააკაშვილი უკრაინაში სკოლის დამთავრებისთანავე გაიქცა, როდესაც უფროსკლასელების მშობლებმას მთელ თბილისში ეძებდნენ, რათა ანგარიში გაესწორებინათ მის მიერ სექსუალური ხასიათის ვიდეოების მალულად გადაღებისთვის მათი ქალიშვილების მონაწილეობით. ფარული ვიდეოკადრებისადმი სწრაფვა სააკაშვილმა მთელი ცხოვრება შეინარჩუნა - უმდიდრესი ვიდეოთეკა საქართველოს ციხეებიდან და მისი უახლოესი თანამოაზრეების საძინებლებიდან დღემდე არსებობს და მე ვურჩევ სააკაშვილის ყველა უკრაინელ ფანატს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ნახონ ისინი თავის მეუღლეებთან ერთად და აჩვენონ უკრაინელ ხალხსაც!

     მიაფურთხა რა ქართველ ხალხს, რომელიც უკრაინასთან სოლიდარობის გამო, ცისფერი-ყვითლის (უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერები) სიყვარულით გადაირია, შოკოლადის ქარხნის დირექტორმა პოროშენკომ სააკაშვილი და მისი დანაშაულებრივი გუნდი მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე დანიშნა. მაგრამ სასწაული არ მომხდარა - ”რევოლუციონერი რეფორმატორი” პროვოკატორი და თაღლითი აღმოჩნდა და ის უკრაინიდან გააძევეს - ისევე, როგორც საქართველოდან.

   ის, რომ თავხედი ფრაერი უკრაინაში კვლავ დაბრუნდა, გასაკვირი არ არის - სააკაშვილს არასდროს ჰქონია თავმოყვარეობა. გასაკვირი ის არის, რომ დღეს კიევის ხელისუფლებამ ხელახლა წამოიცვა თავზე ეს ნახმარი პრეზერვატივი, რის გამოც მალე გაიგუდება. დაე უკრაინელები ნუ გამინაწყენდებიან იმისთვის, რომ ზელენსკის ხელისუფლებას კიევისას ვუწოდებ - ვუწოდო მას უკრაინის ხელისუფლება ენა არ მიტრიალდება! თუმცა, როდესაც პრეზიდენტად კომედიანტს ირჩევენ, ეს ნიშნავს, რომ ხალხს მიუფურთხებია, რადგან იმედგაცრუებულია ხელისუფლებისგან და იცის, რომ პრეზიდენტი მარიონეტია, რომელიც ვერაფერს წყვეტს! (იგივე მოხდა საქართველოშიც, როდესაც ზურაბიშვილი აირჩიეს, თუმცა, უკრაინულისაგან განსხვავებით,პრეზიდენტი მთავრობის მეთაურიარის.)

   ნუთუ უკრაინაში 40 მილიონ მოქალაქეს შორის ვერავინ გამოიძებნა, ვისაც დაევალებოდა რეფორმები, გარდა ქართველისა, რომელსაც სხვადასხვა ვადიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის საქმეებზე და ბრალდებულია სხვა, არანაკლებ მძიმე დანაშაულში?! ნუთუ უკრაინაში ვინმეს კიდევ სჯერა, რომ სააკაშვილს, რომელმაც საკუთარი სამშობლო სამ ნაწილად გახლიჩა, რომელთაგან ორი რუსეთს გადასცა, გული შესტკივა უკრაინაზე და მისთვის სიკეთის გაკეთება სურს?! ნუთუ გაგებარა, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, თავის მეუღლესთან, უკრაინის მოქალაქე რულოვსთან და ძველ გუნდთან ერთად (ყველა უკრაინის მოქალაქეა) კვლავ იწყებბრძოლას ძალაუფლებისთვის, რომელიც, სააკაშვილის ამბიციების გათვალისწინებით, მისი უკრანინის პრემიერ-მინისტრობით თუ პრეზიდენტობით უნდა დასრულდეს? და თუ ბრიყვ ზელენსკის დროულად არ გადაარჩენს ავაკოვი, როგორც უწინ გადაარჩინა პოროშენკო, მაშინ ეს „რასკლადი“ სრულებით მოსალოდნელია, და დასავლეთიც, როგორც ყოველთვის, მიშას დაეხმარება!

     საქართველოს კი დღეს ორი გზა აქვს - პუტინის გზა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, არ წყვეტს დიპლომატიურ და საქმიან ურთიერთობებს უკრაინასთან; და პროტოკოლის გზა, რომელიც ამ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ითვალისიწნებს. თუმცა ღირს კი ამის გაკეთება, როდესაც აბსურდმა კულმინაციას მიაღწია და მალე უკრაინაში იფეთქებს ქართველების ჩარევის გარეშეც?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 11 მაისი
საქართველო, თბილისი

არნო ხიდირბეგიშვილი: ბოროტი ჯამბაზი სააკაშვილი, როგორც კომედიანტი ზელენსკის ჟანრის კრიზისი

არნო ხიდირბეგიშვილი: ასეთ შემთხვევებში თავმოყვარე ქვეყანა წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს, ხოლო აშშ საომარ მოქმედებებსაც იწყებს! (SPUTNIK)

ზელენსკი სააკაშვილს სააკაშვილის მიერ გამოგონილ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ- სპეცწარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნავს - საქინფორმი