საზოგადოება
ცრემლიანი დღესასწაული: როგორ მიაგეს თბილისელებმა პატივი გმირებს

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, ადამიანები მივიდნენ ვაკის პარკში და ყვავილები მიიტანეს მარადიულ ცეცხლთან და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ამოქმედებულია მკაცრი რეგულაციები. მაგალითად, დროებით შეჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში.

მიუხედავად ამისა, წინაპრებისათვის პატივის მისაგებად ქალაქის სხადასხვა უბნებიდან დაიძრნენ და ყვავილები მიიტანეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

პოლიცია ვაკის პარკში დილიდან მორიგეობდა და იცავდა წესრიგს. ადგილზე მისული ადამიანები დიდხანს არ გაჩერებულან. ადრე აქ მოსული საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში რჩებოდა, ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და უზიარებდნენ მოგონებებს.