სამართალი
ჯანდაცვის სამინისტროს მიღებული დაევალა, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს - გიორგი გახარია

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის აღდგენისთვის რამდენიმე კრიტიულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი არის აუცილებელი.

გახარიას თქმით, უპირველეად, ეს არის როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი გაძლიერდეს.

ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საზღვარი – როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, რომ საზღვრებზე გაძლიერდეს კონტროლი თითოეული შემომსვლელი ადამიანის.

თუ აქამდე ეს კონტროლი იყო, ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი, 24-საათიანი კარანტინი, ეს ერთ საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები, ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამას უახლოესი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველო „კოვიდ-19“-სგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი, განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონერდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.