საზოგადოება
სოხუმის საკარანტინო სივრცეში 111 ადამიანია მოთავსებული

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ზე 4 ადამიანი გამოიკვლიეს და არცერთ მათანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათივე ცნობით, სოხუმში, სასტუმრო „აიტარის“ საკარანტინო ზონაში 111 ადამიანია მოთავსებული. როგორც სააგენტო „აფხაზია-ინფორმი“ წერს, კარანტინში არიან აფხაზეთში „საზღვარგარეთიდან დაბრუნებულები“. მათ შორის 69 სტუდენტი, რომლებიც რუსეთში, სამხედრო სასწავლებელში იმყოფებოდნენ.