საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. 2020 წლის აპრილის „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის შესახებ ანგარიშის“ თანახმად, ფეისბუკის ადმინისტრაციამ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან" და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.
საქართველოში მოქმედ მედიაპლატფორმა „ესპერსონასთან“ მიმართებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება, ფეისბუკის ადმინისტრაციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაუქმებულია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 122 ჯგუფი, ფეისბუკის 101 და ინსტაგრამის 56 ანაგარიში.ხოლო თავად ორგანიზაცია „ესპერსონა“ უკვე აკრძალულია ფეისბუკის პლატფორმაზე.
„ყველა ქსელი, რომელიც ჩვენ აპრილში გავაუქმეთ „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“, შეიქმნა COVID-19-ის პანდემიამდე, მაგრამ ჩვენ ვხედავდით, რომ ამ კამპანიის უკან მდგარი ადამიანები მრავალ სხვა თემასთან ერთად, ოპორტუნისტულად იყენებდნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რათა შეექმნათ აუდიტორიები და მიეზიდათ ადამიანები თავიანთ გვერდებსა და სხვა პლატფორმების საიტებზე“, - ნათქვამია ანგარიშის პრეამბულაში.
ქვეყნის საშინაო ამბების გარდა, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, ასევე ოპოზიციის, ჟურნალისტების და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკა, ახლახანს, ამ ("ესპერსონასთან" დაკავშირებულმა) ქსელმა გააზიარა COVID-19- ის შესახებ გარკვეული პოსტები, რომლებიც ფეისბუკის "ჯანმრთელობისთვის მავნე დეზინფორმაციის წინააღმდეგ პოლიტიკის დარღვევისთვის გავაუქმეთ" - ნათქვამია ანგარიშში.
"ჩვენ ეს საქმიანობა გამოვააშკარავეთ სავარაუდო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში, რომლის შესახებაც საჯაროდ გაავრცელა ცნობა საქართველოში მოქმედმა ფაქტების დამდგენმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ", - წერია განცხადებაში.
საქართველოსთან მიმართებაში საეჭვო „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო ფეისბუკის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკაშირებული ინდივიდუალური პირებიც. საბოლოო ჯამში ფესბუკმა გააუქმა ენმ-სთან დაკავსირებული 23 ანგარში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი და ასევე „ინსტაგრამის“ 9 ანგარიში.
ფეისბუკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასება „საქართველოში გაკეთებულ ადგილობრივ საჯარო ანგარიშს ეყრდნობოდა“.
რადიო თავისუფლება