უცხოეთი
რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ლიუბიმოვას პრესსპიკერმა ანა უსაჩევამ განუცხადა, მინისტრი შინ იმყოფება და შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ონლაინ ფორმატში მართავს.

"ოლგა ლიუბიმოვა განცალკევებით მუშაობს. ტესტის პასუხი დადებითია. მინისტრი სახლშია, სამუშაო თათბირებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მართავს. შეხვედრები და მოლაპარაკებები ინლაინ ფორმატში აქვს. ავადმყოფობა მიმდინარეობს მსუბუქ ფორმაში, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია არ განიხილება", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10559 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 165 929-ს მიაღწია. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ამ მონაცემით რუსეთმა გერმანიასა და საფრანგეთს გადაუსწრო და დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა.

interpressnews.ge