უცხოეთი
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში დადასტურებულმა შემთხვევებმა 2782-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში 1135 პაციენტია გამოჯანმრთელებული, ხოლო მკურნალობას 1600 პირი გადის.

სომხეთში „კოვიდ 19“-ით დაღუპულია 40 ადამიანი.

interpressnews.ge