უცხოეთი
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 მაისის მონაცემებით, სომხეთში საერთო ჯამში ინფიცირების 2 619 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, სომხეთის საავადმყოფოებში 1 393 ადამიანს მკურნალობენ.

სომხეთში კორონავირუსისგან უკვე 1 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 36 ბოლო ერთ დღეში. ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 40-მდე გაიზარდა.

1tv.ge