უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 060-მდე გაიზარდა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

5 მაისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების 2 060 შემთხვევაა გამოვლენილი, 1 508 გამოჯანმრთელდა, 26 ადამიანი კი დაიღუპა.

ამჟამად, განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში 526 ადამიანს მკურნალობენ. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დღემდე კორონავირუსზე ტესტი 164 481 ადამიანს გაუკეთეს.

1tv.ge