პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანია ივლისიდან დაიწყება - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პანდემიის პრობლემა ზაფხულისთვის მოგვარდება, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ივლისიდან ვარაუდობს. ამ თემაზე მან გადაცემაში „დღის ქრონიკა“ისაუბრა.

ჩვენი ამოცანაა, რომ პრობლემები მაქსიმალურად გადაიჭრას და საბოლოო ჯამში, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში ეს პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული და ამის შემდეგ უკვე გადავდივართ საარჩევნო რეჟიმზე, თავისი ყველა ნიშან-თვისებით, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დამტკიცდეს და ივლისიდან უკვე დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

დარწმუნებული ვარ, ამ კამპანიას საფრთხე არ შეექმნება, მათ შორის არც პანდემიით და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, 31 ოქტომბერს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.