საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 589-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

აქედან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, გარდაიცვალა – 8, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 528 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.