საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ჩვენი საელჩო იღებს არა ერთ წერილობით მომართვასა და სატელეფონო ზარს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთში დაბრუნებას უკავშირდება, - წერია სომხეთში რუსეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, რომ მიიღეს მოქალაქეთა კოლექტიური წერილიც, სადაც რუსეთის მოსახლეობა ითხოვს დახმარებას, რათა საქართველომ მათ ჰუმანიტარული კორიდორი გაუხსნას, რომ საკუთარი ავტომობილებით სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. საელჩო მოქალაქეებს განუმარტავს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდულია.
განცხადებაში წერია, რომ მიუხედავად ყველა ამ ობიექტური სირთულისა, 2020 წლის მარტში, ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ქართულმა მხარემ საშუალება მისცა რუსეთის მოქალაქეების ორ ჯგუფს, 52 და 84-კაციან შემადგენლობებს, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართული მხარის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე, საელჩო მოქალაქეებს განუმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის ბრძანება ექსკლუზიურად საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციაშია და ამ ბრძანებას მიჰყვებიან.
საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმოქმედონ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს. „გვერწმუნეთ, დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენ არანაკლებ ვართ დაინტერესებულნი თქვენი პრობლემების მოგვარებით“, - წერია დოკუმენტში.