პოლიტიკა
საქინფორმი: რატომ დუმს ამერიკის საელჩო სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით?

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეები უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში ესწრება საქართველოში მიმდინარე ნებისმიერ ღონისძიებას და აუცილებლად გამოხატავს აშშ-ის პოზიციას საქართველოში ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს სახელით გავრცელებულ განცხადებებში.

ამ ტრადიციისთვის არ უღალატია არც ამჟამინდელ ელჩს კელი დეგანს, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იწონებს ან იწუნებს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების და მათი ხელმძღვანელების მოქმედებებს და მადლობას უხდის სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საჯარო მოხელეებს, ამავე დროს შეახსენებს, რომ მათ მუდმივად უნდა ასწორონ საათი ვაშინგტონის დროზე, რადგან „აშშ-ს უფლება აქვს, დაინახოს თავისი ფინანსური ინვესტიციების შედეგები საქართველოში“.

მაგალითად, ქალბატონი კელი მადლობას უხდის ქართველ მესაზღვრეებს, რომ ისინი იცავენ საქართველოს საზღვრებს აშშ-ის დახმარების წყალობით, რომელმაც ააშენა და აღჭურვა თანამედროვე სასაზღვრო პუნქტები; მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, რომ დროულად შეუკვეთა აშშ=ს ტესტები ლუგარის ლაბორატორიისთვის და ამით გადაარჩინა მოსახლეობა კორონავირუსის ეპიდემიისგან; მადლობას უხდის ამერიკელი კოლეგების მიერ მომზადებულ ქართველ ექიმ-ეპიდემიოლოგებს; აღშფოთებულია ქართული მართლმსაჯულებით, რომელმაც გაასამართლა უგულავა და ოქრუაშვილი (თუმცა არ დაუცვია ოქრუაშვილი, როდესაც იგი სააკაშვილმა დააპატიმრა კრემლის აგენტი ნინო ბურჯანაძის მიერ, რუსი სამხედროების დახმარებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის); საპარლამენტო უმრავლესობას აიძულებს, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, დაუთმოს გაერთიანებულ ოპოზიციას, სააკაშვილი-ბოკერია-ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, და ჩაატაროს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი საარჩევნო სისტემით.

   არა, საქინფორმის გამოცდილი ჟურნალისტებისთვის მოულოდნელი არ იყო, როდესაც ბურჯანაძე სააკაშვილთან დაბრუნდა, ახლა უკვე - თავის ვაჟიშვილთან ერთად, რომელიც, დედის მსგავსად, დიდ პოლიტიკაში საგზურს მიშასგან მიიღებს.

ასევე, საქინფორმარ გაკვირებია, რომ ბურჯანაძემ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელები, რომლებმაუკრაინის ხელმძღვანელობას მიმართეს წერილებით სააკაშვილის ნებისმიერ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის მიუღებლობის შესახებ.

   საქინფორმის რედაქციგააკვირვა იმან, რომ აშშ-ელჩმა საქართველოში, ნებისმიერ საკითხზე ჰიპერაქტიურმა კელი დეგანმა, რომელიც სხვა დროს არ ერიდება საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასა ან მოწონებას, დღეს პირში წყალი ჩაიგუბა და არ გამოხატა ვაშინგტონის პოზიცია “დემოკრატიის შუქურის“ შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე უკრაინაში, რომელიც საქართველოში მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის. რას ფიქრობს ამერიკის ელჩი - უნდა დაინიშნოს სააკაშვილი მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე, თუ ეს მიუღებელია აშშ-საელჩოსთვის?

საქინფორმის რედაქცია