უცხოეთი
რუსეთში კარანტინის ზომები 11 მაისამდე გახანგრძლივდა

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკარანტინო ზომები 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

პუტინის განცხადებით, ქვეყანას ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პიკი ჯერ არ გაუვლია, თუმცა შეძლო, გავრცელება შეენელებინა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეპიდემიის ტალღების შემცირება და საბოლოოდ ამოწურვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვები თანდათანობით მოიხსნას და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთს ხელისუფლებამ 28 აპრილს, ერთი დღის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული ზრდის შესახებ განაცხადა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 411 შემთხვევა გამოვლინდა და 72 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ინფიცირების შემთხვევებმა 93 000-ს გადააჭარბა, 867 ადამიანი კი, გარდაიცვალა.

1tv.ge