საზოგადოება
ბათუმის პორტში რადიაციას ებრძვიან

batumi_portiბათუმის პორტის მუშაობა პარალიზებულია. ნავსადგურში რადიოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს. პორტთან მისასვლელი გზები უკვე რამდენიმე საათია, გადაკეტილია. საგანგებო სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ, გამოძახებულია, ასევე, დამატებითი ბრიგადები თბილისიდან.

პორტის ირგვლივ ტერიტორია დახურულია და მასთან მიახლოება ყველას ეკრძალება. შეჩერებულია ნავსადგურის მუშაობაც, პერსონალი კი მთლიანად ევაკუირებულია.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები ამ დროისთვის მხოლოდ მწირ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის თანახმად, რადიოაქტიური ნარჩენები გვიან ღამით ჯართით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონში აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, ეს რა ტიპის, რა მოცულობის და რამდენად სახიფათო ნივთიერებაა.