პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები იქმნება

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.

ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ალექსანდრ ანქვაბის მთავრობაში 12-ის ნაცვლად, 14 სამინისტრო იმუშავებს. შეიქმნება ორი ახალი სამინისტრო. ესენია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განკარგულებით, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში სხვა ცვლილებებიც შედის. მათ შორის, რეორგანიზაციას დაექვემდებარება სოციალური ბლოკის სამინისტროები. კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო გაიყოფა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის სამინისტროებად.