საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის და მისი მთავარი რედაქტორის პუბლიკაციებში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინას არ შეუძლია არ გაითვალისწინოს საქართველოს პოზიცია, რომელიც გამოხატულია მისი პოლიტიკური ხელმძღვანელების რიგ წერილებში, ასევე ქართველი ინტელიგენციის კოლექტიურ წერილში. ასეც მოხდა - უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივა გაიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ფრაქციაში „ხალხის მსახური“ დაბლოკეს.
როგორც „ცენზორ ნეტის“ რედაქტორი იტყობინება, ფრაქციაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნისთვის 248 ხმიდან, 140-170-მდე ხმის მოგროვება შეძლეს.
ამასთან, სააგენტოს რედაქტორის ცნობით, პრეზიდენტის ოფისი აცნობიერებს, რომ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩავარდნა სკანდალით დასრულდება, ამიტომ ფიქრობს, თუ რა შესთავაზოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მიხეილ სააკაშვილის ოდესაში პარტია „ხალხის მსახურის“ მერობის კანდიდატად წარდგენა.
ამას გარდა, რედაქტორის ცნობით, განიხილება გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძის დანიშვნის იდეა, რომელიც თავად პრეზიდენტ ზელენსკის ეკუთვნის.