აქტუალური
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.